შეხვედრა მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან

შეხვედრა მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 28 ივნისს, განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს უმასპინძლა.

მოდულური პროგრამების განხორციელება ერთი სასწავლო წელია მიმდინარეობს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ახორციელებს მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერას და განხორციელების მონიტორინგს.

აღნიშნულ შეხვედრას თბილისში არსებული საჯარო და კერძო კოლეჯების ორმოცამდე სტუდენტი დაესწრო. მოდულური პროგრამის სტუდენტებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი მოდულური პროგრამების შესახებ. მათ მოდულურ პროგრამებზე საკუთარი მოსაზრებები მოკლე პრეზენტაციების სახით წარადგინეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA- ს მოდულური პროგრამის სტუდენტები.

DSC00018