შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებთან

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებთან

2016  წლის   30 სექტემბერს საქართველოს  ბიზნესის აკადემია – SBA-ში MCA Georgia-ს ISWD-ს პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, სადაც მოწვეული ოყო, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, მინიმუმ 60 პედაგოგი.
აღნიშნული შეხვედრა ითვალისწინებდა  სავალდებულო მოდულების „მეწარმეობისა “ და „გაცნობითი პრაქტიკის“ –  შეფასების ინსტრუმენტების  პილოტირების შედგების გაცნობას; პროექტის ფარგლებში, მიმდინარე პერიოდში მოხდა, აღნიშნულ მოდულებში, 5 საზოგადოებრივი კოლეჯის 53 პროფესიული სტუდენტის დაპილოტება.
ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი ანგარიში ითავლისწინებდა დამსწრე საზოგადოებისათვის იმ შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაცნობას, რომელიც მათივე კოლეგები, პილოტირებაში მონაწილე მოდულის შემფასებლების მიერ იყო წარმოდგენილი.
ექსპერტებმა ამომწურავი პასუხი გასცეს  სავალდებულო მოდულების „მეწარმეობისა “ და „გაცნობითი პრაქტიკის“ –  შეფასების ინსტრუმენტების შესახებ წამოჭრილ კითხევბს.

dsc01563

dsc01567 dsc01572 dsc01573