მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, პროფესორ მასწავლებლებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკური მომსახურების წარმომადგენლებს შორის შედგა შეხვედრა, სადაც ისაუბრეს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროფილის შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების გამოყენების, ინფორმაციის დაცულობის შესახებ.
აიტის თანამშრომლებმა უპასუხეს პროფესორ -მასწავლებლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს და აუხსნეს ის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფასა და გაუმჯობესებას.