შეხვედრა საბაჟო საქმის მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

შეხვედრა საბაჟო საქმის მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

აკადემიის პროფესიული განათლების დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატებაზე. 2018 წლის 15 თებერვალს გაიმართა შეხვედრა საბაჟო საქმის მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებლებთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საბაჟო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, განხორციელების მიდგომები, მატერიალური და ადამიანური რესურსები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის, ქალბატონი შორენა ხუბუნაიას განცხადებით, მსგავსი დარგობრივი შეხვედრები ჩატარდება სხვადასხვა მიმართულების პროგრამებთან დაკავშირებით.