შეხვედრა საპენსიო სააგენტოს ადმინისტრაციასთან

შეხვედრა საპენსიო სააგენტოს ადმინისტრაციასთან

2019 წლის 25 იანვარს, საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA- ში შედგა შეხვედრა საპენსიო სააგენტოს ადმინისტრაციასთან, საპენსიო შენატანების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული შეხვედრაზე, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ბ-ნმა გიორგი ჭიჭინაძემ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წარმომადგენლებს გააცნო საპენსიო რეფორმის საკვანძო დეტალები; ისაუბრა ნებაყოფლობითი და სავალდებულო შენატანების, პენსიის შესაძლო გატანის, შენატანის განხორციელების, დეკლარირების, საპენსიო ფონდში აკუმილირებული თანხების დაბანდებისა და საბაზისო პენსიის შენარჩუნების შესახებ.