საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ძირითადად ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენებზე. ის 2010 წელს დაფუძნდა, წარმატებით გაიარა ავტორიზაცია, სწავლების ხარისხის, სასწავლო პროცესისადმი გამორჩეული მიდგომებისა და შესანიშნავი ინფრასტრუქტურის წყალობით უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს საგანმანათლებლო სივრცეში.
ამასთან, აკადემია აქტიურად არის ჩართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებში, რისთვისაც არაერთი მადლობის სიგელი და სერტიფიკატი დაიმსახურა.