ხელნაწერთა კონკურსის– შეიყვარე სიბრძნის საგანძური ,,ვეფხისტყაოსანი“, გამარჯვებულთა დაჯილდოება

ხელნაწერთა კონკურსის– შეიყვარე სიბრძნის საგანძური ,,ვეფხისტყაოსანი“, გამარჯვებულთა დაჯილდოება

2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში გაიმართა შოთა რუსთაველის 850 წლისიუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების, ხელნაწერთა კონკურსის– შეიყვარე სიბრძნის საგანძური ,,ვეფხისტყაოსანი“, გამარჯვებულთა დაჯილდოება.

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის პრიზის, „ვეფხისტყაოსნის“ ოქროთი მოვარაყებული გამოცემის მფლობელი გახდა, ამავე დაწესებულების მოდულური პროგრამის პედაგოგი ნანარეხვიაშვილი.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რჩეულს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის ასოცირებულ პროფესორს მაია ჩეჩლაშვილს, გადაეცა სერტიფიკატი და ამავე ცენტრის მიერ გამოცემული „ „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი მემკვიდრეობა“.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის რჩეულს,საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA- ის დამხმარე პერსონალს ნინო შატაკიშვილს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ნინო პავლიაშვილმა გადასცა ამავე დაწესებულების მიერ გამოცემული „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“.

ქალბატონმა ნინომ მადლობა მოახსენა საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის საინტერესო პროექტისთვის, რადგან ის მნიშვნელოვანი ფაქტორია „ვეფხისტყაოსნის“ უკეთ გასაცნობად და მიზნობრივად ემსახურება ახლაგაზრდებში მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხს.