COVID-19 კორონავირუსის პრევენცია

COVID-19 კორონავირუსის პრევენცია

📣 2020 წლის 10 მარტს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში ახალი COVID-19 კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
 საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის შენობის დეზინფექცია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, უზრუნველყო კომპანია „ ჯი ერ კომპანის “ ჯგუფმა.
საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-სთვის მნიშვნელოვანია, რომ სწავლისა და მუშაობის დროს თითოეულმა სტუდენტმა და თანამშრომელმა დაცულად იგრძნოს თავი.
SBA-ის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფს სპეციალური ხსნარების გამოყენებით დეზინფექციის ჩატარებას, ასევე მისაღები სივრცე აღჭურვილია პირველადი სადეზინფექციო და დამცავი ჰიგიენური საშუალებებით.