FMG SOFT-ის აუდიტორია

FMG SOFT-ის აუდიტორია

ფინანსური მართვის ჯგუფის, როგორც აკადემიის ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორის, სპეციალიზებული აუდიტორია/ლაბორატორია გაიხსნა. აღნიშნულ ლაბორატორიაში, რომელიც FMG SOFT-ის პროგრამული უზრუნველყოფით, ინვენტარით და საჭირო სასწავლო რესურსით უკვე აღიჭურვა, სტუდენტები ფინანსური მიმართულების საგნებსა და FMG SOFT-ის სპეციალურ პროგრამას „ინფო საწარმოს“ შეისწავლიან.

კომპანია “ეფემჯი სოფტი” ქართულ პროგრამულ ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს პროგრამული პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს. აუდიტორული კომპანია “ფინანსური მართვის ჯგუფის” წევრი კომპანია საქართველოში საბუღალტრო და მენეჯერული პროგრამების, ასევე სასაწყობო-სადისტრიბუციო პროგრამული პროდუქტების შექმნით არის დაკავებული.

fmg1

კომენტარები

კომენტარი