Our Blog

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სემინარი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სემინარი

30 იანვარს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ ჩაატარა სემინარი „ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განვითარება კომპანიის დონეზე სოციალური პარტნიორობის ფორმატში“, სადაც განხილული იქნა მონიტორინგის სისტემის კონცეპტუალური ხედვები, მონიტორინგის სისტემის შედეგები და ანალიზი. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა საქართელოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე.  

პროფესიული პროგრამის სტუდენტების პრეზენტაციები

პროფესიული პროგრამის სტუდენტების პრეზენტაციები

2017 წლის 25 იანვარს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბიზნესის მართვის, ბანკის ოპერატორისა და საბაჟო ბროკერის პროფესიული პროგრამების სტუდენტებმა,  პროფესიული განათლების მასწავლებლის თეა მაისურაძის  ხელმძღვანელობით  წარადგინეს პრეზენტაციები. აღნიშნული აქტივობა ემსახურებოდა სახელმწიფო ენის პოპლულარიზაციას,  მეტყველებისა და მართლწერის უნარების ფლობის  დემონსტრირებას.    

სემინარი ეტიკეტის შესახებ

სემინარი ეტიკეტის შესახებ

2017 წლის 24 იანვარს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბიზნესის მართვის და ოფისის მენეჯერის პროფესიული პროგრამების სტუდენტების მონაწილეობითა და პროფესიული განათლების მასწავლებლის მანანა მახარაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა სემინარი. სემინარი ეძღვნებოდა ოფიციალურ მიღებებზე ქცევისა და ეტიკეტის ნორმებს. სტუდენტებმა ასევე წარმოადგინეს საკუთარი ანალიზი ქართული საზოგადოების სამოქალაქო ეტიკეტის შესახებ.  

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აცხადებს მიღებას ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის სასერტიფიკატო პროგრამაზე

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აცხადებს მიღებას ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის სასერტიფიკატო პროგრამაზე. პროგრამაზე რეგისტრაცია იწარმოებს 23 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ შორენა ხუბუნაიას. T 2 40 34 40 (111)

სამუშაო შეხვედრა აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

სამუშაო შეხვედრა აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

17 იანვარს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში პროფესიული განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით შედგა სამუშაო შეხვედრა, აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, გასული სემესტრის შედეგების შეჯამება და მომავალი სემესტრის დაგეგმვა. შეხვედრა აქტიურ სამუშაო რეჟიმში მიმდინარებობდა, პედაგოგებმა ახალი მითითებები და რეკომენდაციები მიიღეს.  

საინფორმაციო შეხვედრა ქორთიარდ მარიოტში

საინფორმაციო შეხვედრა ქორთიარდ მარიოტში

16 იანვარს ქორთიარდ მარიოტში გაიმართა  საინფორმაციო შეხვედრა ,სადაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის II რაუნდი გამოაცხადა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ია ერაძე.    

Worldskills Georgia-ს გახსნის ცერემონია

Worldskills Georgia-ს გახსნის ცერემონია

17 იანვარს Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრების გახსნის ცერემონია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვია Worldskills-ის პრეზიდენტი საიმონ ბართლი, რომელიც ღონისძიების სტუმრებს და შეჯიბრების მონაწილეებს მიესალმა და პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ია ერაძე და ხარისხის […]

Read More

ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენების“ საუკეთესო კითხვის ავტორის გამარჯვებული გენრიეტა ბერაია

ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენების“ საუკეთესო კითხვის ავტორის გამარჯვებული გენრიეტა ბერაია

2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ , ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენების“ საუკეთესო კითხვის ავტორის გამარჯვებულ გენრიეტა ბერაიას, გადასცა პლანშეტური კომპიუტერი. გენრიეტამ თავისი გულწრფელი მადლიერება და სიყვარულით სავსე ემოცია აკადემიისა და პროექტის მიმართ, შთაბეჭდილებების ალბომში დაგვიტოვა. ის მადლობას უხდის საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის იმ შანსისთვის , რომ ასეთ […]

Read More

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ყოველწლიური შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ყოველწლიური შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 28 დეკემბერს სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ” თბილისში გაიმართა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ყოველწლიური შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია. პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ აქცენტი გააკეთა ორგანიზაციის სამართლებრივ საქმიანობასა და იურიდიულ მომსახურებაზე. ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ქვეყანაში სოციალური დიალოგი, მინიმალური ხელფასის განსაზღვრა და საპენსიო დაზღვევა. დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა, გაერთიანების მიერ შემუშავებული ამ საკითხებთან […]

Read More

შეხვედრა „ქორთიარდ  მარიოტში“

შეხვედრა „ქორთიარდ მარიოტში“

23 დეკემბერს  სასტუმრო  „ქორთიარდ  მარიოტში“  განათლების  ხარისხის  განვითარების ეროვნულმა  ცენტრმა  პროფესიული  რეფორმის  მნიშვნელოვანი  ეტაპის  შედეგების შეჯამების, არსებულ  გამოწვევებზე  რეაგირების  და  რეფორმის  სამომავლო  ნაბიჯების განხილვის  მიზნით  შეხვედრა  გამართა  იმ  პროფესიული  საგანმანათლებლო დაწესებულებების  სტუდენტებთან,  რომლებიც  მოდულურ  საგანმანათლებლო  პროგრამებზე  ჩაირიცხნენ.  შეხვედრის  მიზანი  იყო  სტუდენტებისგან  ინფორმაციის  მიღება მოდულური  პროგრამების  მიმდინარეობის  შესახებ. შეხვედრას  ესწრებოდნენ  საქართველოს […]

Read More