აკადემიაში შექმნილია პროფორიენტაციის სამსახური, რომელიც დაინტერესებულ პირებს ეხმარება მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის, საგანმანათლებლო პროგრამების, ადამიანური რესურსებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.
პროფორიენტაციის ფარგლებში აკადემია:
ა) ახორციელებს კონსულტაციას პროფორიენტაციის კაბინეტში;
ბ) ეხმარება პირს საკუთარი შესაძლებლობების შეფასებაში;
გ) უზრუნველყოფს პირის ინფორმირებას აკადემიაში არსებული პროგრამების, მისი მიზნების, სწავლის შედეგებისა და ჩარიცხვის წინაპირობების შესახებ;
დ) პირს აწვდის ინფორმაციას პროგრამაზე რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის, ასევე სწავლის საფასურისა და პროგრამის განხორციელების თავისებურებების შესახებ;
ე) ეხმარება პირს სარეგისტრაციო განცხადებისა და ანკეტის შევსებაში;
ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის ინფორმაციას პრაქტიკის ობიექტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ. ასევე, უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის დათვალიერებას, ინფორმაციის მიწოდებას დამხმარე სერვისებისა და ექსტრაკურიკულური აქტივობების შესახებ;
ზ) ახორციელებს მარკეტინგულ გამოკითხვებს.