SBA რეგიონებში!

SBA რეგიონებში!

საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA რეგიონებში განახორციელებს:
👉 მულტილინგვურობის კომპეტენციის კურსს (კურსი გულისხმობს ინგლისური, გერმანული, ფრანგული ენების შესწავლას B1 დონეზე)
👉ციფრული კომპეტენციის კურსს
(კურსი გულისხმობს აიტი უნარების გაუმჯობესებას)
📣გაცნობებთ, რომ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, სამუშაოს მაძიებლებისთვის საკვანძო კომპეტენციებში მოკლევადიანი ტრენინგ კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
↘️სასწავლო პროცესი კი, ოქტომბრის თვეში ონლაინ რეჟიმში დაიწყება.
➡️ პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა.
↘️ტრენინგ კურსებზე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ლინკზე:
📌მოკლევადიან სასწავლო კურსს განახორციელებენ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციები, მათ შორის საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA!
🔍საკვანძო კომპეტენცია წარმოადგენს ცოდნის, უნარ-ჩვევების და დამოკიდებულებებისაგან შემდგარ ერთობლიობას, პიროვნული მიღწევებისა და
განვითარებისთვის, სოციალური ჩართულობისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებას.
🟦მოკლევადიანი კურსები წლის ბოლომდე სამ ეტაპად განხორციელდება. სასწავლო კურსი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში: თბილისი,
ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი, გორი, რუსთავი, თელავი.
🟦აღნიშნული ტრენინგ კურსები სერტიფიცირებული იქნება და კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სწავლების დამადასტურებელი მოწმობა.
🟦სასწავლო კურსში ჩართვისთვის, სამუშაოს მაძიებელმა უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს, სადაც კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის მიერ გაეწევა შესაბამისი კონსულტაცია, რის შემდეგ შეძლებს აღნიშნულ კურსებზე ჩართვას.
📍დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის და რეგიონალური სერვის ცენტრების მისამართებია:
✅ცენტრალური ოფისი: ქ. თბილისი; მიხეილ ასათიანის 9;
✅თბილისი: მიცკევიჩის 23; სარაჯიშვილის 1; აღმაშენებლის 140 ა; კოსტავას 47/57;
✅აჭარა: ქ. ბათუმი; ტაბიძის 2 ა;
✅სამეგრელო-ზემო სვანეთი: ქ. ზუგდიდი; აღმაშენებლის 106;
✅იმერეთი: ქ. ქუთაისი; ტაბიძის 40;
✅გურია: ქ. ოზურგეთი; ჭავჭავაძის 19;
✅შიდა ქართლი: ქ. გორი; გმირების 18;
✅კახეთი: ქ. თელავი; აღმაშენებლის 41;
✅ქვემო ქართლი: ქ. რუსთავი; ცურტაველის 5 ა.
♻️მოკლევადიანი კურსები „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის
ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით და საკვანძო კომპეტენციების განვითარებით მათი
კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი