SBA-ს საერთაშორისო პროექტში “პარტნიორობა და კრიზისები”მე-8 ადგილი მიენიჭა

SBA-ს საერთაშორისო პროექტში “პარტნიორობა და კრიზისები”მე-8 ადგილი მიენიჭა

🔰საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტში “პარტნიორობა და კრიზისები”.
აღნიშნულ პროექტში აკადემიამ გერმანელ პარტნიორ BBS Wechloy-სთან ერთად განხორციელებული პროექტი წარმოადგინა – ერთად შექმნილი სიმღერა სახელწოდებით “Gemeinsam”, რომელიც მიმდინარე პანდემიის პირობებში შეიქმნა.
👉ერთიბლივად შექმნილ პროექტს ჟიურმა მე-8 ადგილი მიანიჭა.
👉საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ს გადაეცა საერთაშორისო სერტიფიკატი განსაკუთრებული წვლილისთვის გლობალური პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვისა და სამაგალითო ძალისხმევისთვის.
👉აკადემიამ ასევე მიიღო ჟიურისაგან უკუკავშირი, სადაც საუბარია მათ შეფასებებზე ერთობლივ პროექტთან დაკავშირებით.
👉უკუკავშირი ხსნის აკადემიისა და BBS Wechloy-ს მიერ განხორციელებული პროექტის უნიკალურობასა და ინდივიდუალურობას, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პროექტი სამაგალითო კონტრიბუციაა საერთაშორისო პარტნიორობის თვალსაზრისით, რომელიც არის დაძლეული კრიზისის სანიმუშო მაგალითი.

კომენტარები

კომენტარი