SBA-ში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა!

SBA-ში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა!

2021 წლის 8 ნოემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა!
👉აღნიშნული ღონისძიება საკონსულტაციო საორიენტაციო ხასიათს ატარებდა.
✅აკადემიის დირექტორმა, ია ერაძემ, სტუდენტებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და გააცნო დაწესებულების მისია, ხედვები და ღირებულებები, მისიის გაცნობა სტუდენტებმა ხელმოწერებით დაადასტურეს.
✅ღონისძიებაზე აკადემიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა თავიანთი სამსახურების ფარგლებში პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს აკადემიის მუშაობის სპეციფიკა, მარეგულირებელი დოკუმენტები და დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები.
♻️ღონისძიებას დაესწრო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანი დალაქიშვილი.
📣ღონისძიება დატვირთული იყო სასიამოვნო სიურპრიზებით
➡️აკადემიის დირექტორმა ღონისძიების ფარგლებში პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამების ხელმძღვანელებს ნატა ჩხაიძესა და ნათია გაჩეჩილაძეს გადასცა ჯილდო პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის განვითარებაში მიღებული დამსახურებისთვის.
➡️ასევე კუთვნილი ჯილდო გადაეცათ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გამართული პროფესიული განათლების მასწავლებელთა მე-III ეროვნული კონფერენციის მონაწილეეებს გიორგი გაბედავას, ირმა ქორთუასა და თამრიკო ხობელიას.
‼️ღონისძიება ჩატარდა აკადემიის მიერ შემუშავებული ნაკადების მართვის გეგმის შესაბამისად, კოვიდ რეგულაციების დაცვით.
➡️ღონისძიების მეორე ნაწილი სასიამოვნო მელოდიებით გაგვილამაზა გიგი პიანომენმა.
➡️ტრადიციულად შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და აღიმართა დროშები, რომელიც აკადემიის მასწავლებელმა და სტუდენტებმა შეასრულეს.
➡️ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს მათთვის სპეციალურად მომზადებული საჩუქრები გადაეცათ.
👉საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA სტუდენტებს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს!
+46
9468
ადამიანი მოიცვა
1568
Engagements
პოსტის რეკლამირება
” width=”18″ height=”18″ />
” width=”18″ height=”18″ />
თქვენ და 137 სხვა
28 კომენტარი
21 გაზიარება
მომწონს

კომენტარის დატოვება
გაზიარება

კომენტარები

კომენტარი