SBA-იმ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში

SBA-იმ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში

📣საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-იმ მონაწილეობა მიიღო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ონლაინ რეჟიმში გამართულ წლიურ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 2022 წლის 26, 27 და 28 იანვარს გაიმართა!
➡️კონფერენციის მესამე დღე დაეთმო პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფას.
👉სესიაზე: ინტერნაციონალიზაცია პროფესიულ განათლებაში აკადემიამ გერმანელ პარტნიორთან BBS Wechloy-თან ერთად წარმოადგინა საკუთარი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი;
✅აკადემიის დირექტორმა ია ერაძემ და BBS Wechloy-ის საერთაშორისო მეკავშირეების ხელმძღვანელობის წევრმა ტატიანა ლაბოჰმსმა წარადგინეს ერთობლივი პრეზენტაცია.
✔️პრეზენტაცია ეხებოდა საერთაშორსიო თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად განხორციელებულ წარმატებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.
🎯კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს წარედგინათ ვიდეო რგოლი, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის One World-ის ფარგლებში ორივე მხარის აქტიური მონაწილეობით.
🔵აკადემია კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საერთაშორისო პარტნიორ დაწესებულებას BBS Wechloy-ის წარმატებული თანამშრომლობისთვის და აგრძელებს სამომავლოდ ინტერნაციონალიზაციის კუთხით განვითარებას!