SBA-ის დირექტორის მიმართვა

SBA-ის დირექტორის მიმართვა

📣საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის დირექტორის, ქალბატონ ია ერაძის მიმართვა:

🔰ძვირფასო კოლეგებო, სტუდენტებო, კურსდამთვრებულებო, პარტნიორებო, მასწავლებლებო!
დღეს SBA იუბილარია! და ამ საიუბილეო დღეს მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ერთად განვლილი ათი წარმატებული წლისათვის, რამაც წარმატების შთამბეჭდავი ისტორია შექმნა. ჩვენი წარმატების ისტორია არის ის, რომ დღეისათვის აკადემია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არის:
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის ინიცირებითაც პროფესიული განათლების სისტემამ სხვადსხვა პერიოდში ხუთი მოთხოვნადი ახალი კვალიფიკაცია შეიძინა;
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება რომელმაც მოდულური პროგრამების პილოტირება და დანერგვა დაიწყო
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ კერძო საგამანათლებლო დაწესებულება რომელმაც პროგრამა განახორციელა დუალურად
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ კერძო კოლეჯი, რომელმაც მოიპოვა ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება.
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ კერძო საგამანათლებლო დაწესებულება, რომელმაც განახორციელა უცხოურენოვანი (ინგლისური) პროფესიული პროგრამა
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ კოლეჯი საქართველოში, რომელმაც მიიღო “საუკეთესო სამეწარმეო სკოლა 2019“-ის საერთაშორისო აღიარება (ფინეთში)
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ კერძო კოლეჯი, რომლმაც გერმანელ პროფესიულ სტუდენტთა ჯგუფს უმასპინძლა საქართველოში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ კერძო კოლეჯი, რომელმაც პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთათვის მასშტაბური დასაქმების ფორუმების პრაქტიკა დანერგა
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ კერძო კოლეჯი, რომელმაც საზოგადოებას ბიზნესპარტნიორთან თანამშრომლობით შესთავაზა ერთობლივი პროფესიული მომზადების პროგრამა
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ კერძო კოლეჯი, რომლის ბაზაზეც პარტნიორმა კომპანიებმა შექმნეს საკუთარი დარგობრივი ლაბორატორიები
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ კოლეჯი, რომლის სტუდენტებიც პრაქტიკებზე სახელმწიფო სტრუქტურებში იქნენ დაშვებულნი
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ კერძო, კოლეჯი რომელსაც მართვის კოლეგიალური ორგანო ჰყავს ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით;
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ კერძო კოლეჯი, რომელმაც საკუთარ ბაზაზე დააფუძნა „CISCO ACADEMY“ და აკადემიის სტუდენტებს IT მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობას აძლევს
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ კერძო კოლეჯი, რომელმაც პანდემიის პირობებში წარმატებით დაიწყო დისტანციური სწავლება Microsoft-ის ლიცენზირებული პაკეტით.
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ კერძო კოლეჯი რომელიც საერთაშორისო გრანტის ფარგლებში იწყებს საკუთარი სერვისების და პროცესების მაქსიმალური გაციფრულების პროცესს.
‼️ეს გახლავთ წარმატების10 წლიანი ტრადიცია, რომელიც თქვენთან ერთად გაგრძელდება!