SBA იუბილარია

SBA იუბილარია

#SBAიუბილარია
#10წელითქვენთანერთად

📣2020 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში დაარსებიდან 10 წლის იუბილე აღინიშნა.

🔰აღნიშნული საიუბილეო დღე დატვირთული იყო არაერთი სასიამოვნო სიურპრიზით.
🔰 საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის დირექტორმა, ქალბატონმა ია ერაძემ, მიულოცა აკადემიას იუბილე, ისაუბრა აკადემიის მიღწევებზე და მისი განვითარების ეტაპებზე.
🔰საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის ადმინისტრაციულმა პერსონალმა მიულოცა აკადემიას საიუბილეო თარიღი, თითოეულმა წევრმა გამოხატა თავისი გულწრფელი დამოკიდებულება აკადემიის მიმართ, რაც დასრულდა სიმბოლური საჩუქარის გადაცემით.
⭐️ადმინისტრაციამ დააჯილდოვა აკადემია, როგორც საუკეთესო დამსაქმელი.
🎥ღონისძიებას სტუმრობდა და ტრადიციულად ცერემონია გააშუქა აკადემიის ახალმა პარტნიორმა Prime tv / პრაიმ
Pirveli Ioana

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA მადლობას უხდის ყველას საიუბილეო თარიღის მილოცვისთვის და კეთილი სურვილებისთვის.