SBA მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონკურსში „2022 წლის საუკეთესო სასწავლო დაწესებულება!“

SBA მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონკურსში „2022 წლის საუკეთესო სასწავლო დაწესებულება!“

🔵საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონკურსში
„2022 წლის საუკეთესო სასწავლო დაწესებულება!“
🌐კონკურსი გამოცხადებულია გლობალური ორგანიზაციის T4 Education-ის მიერ, რომელიც მდებარეობს გაერთიანებულ სამეფოში და აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
♻️აღნიშნული კონკურსი ემსახურება საუკეთესო პრაქტიკების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევას სხვადასხვა ნომინაციებში.
↪️კონკურსი მოიცავს ოთხ ნომინაციას,
აკადემია იღებს მონაწილეობას „საზოგადოებრივი თანამშრომლობის“ მიმართულებით, რომელიც ფოკუსირებულია დაინტერესებული მხარეების ჩართულობაზე განათლების ხელმისაწვდომობის ჭრილში.
↪️აკადემიამ არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გასულ წლებში, შესაბამისად სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციის T4 Education-ის მიერ იქნა შემოთავაზებული კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
↪️აკადემიის გუნდი გამოთქვამს იმედს, რომ SBA კვლავ წარმატებით წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო კონკურსში.