SBA-მ ETF-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა

SBA-მ ETF-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა

🔹განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით 6-8 დეკემბერს, თბილისში, ევროპის განათლების ფონდის ( ETF) ფორუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს.
🔹ETF-ის საერთაშორისო ღონისძიება ეხება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს.
🔹ფორუმი ყოველ წელს ევროპის განათლების ფონდის (ETF) ფინანსური მხარდაჭერით იმართება, რომლის წევრია 28 ქვეყანა.
🔹მიმდინარე წლის 7 დეკემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-მ ETF-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, სადაც ფორუმის მონაწილე ETF-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრის ფორმატში იმყოფებოდნენ.
🔹შეხვედრების მონაწილეები განიხილავენ, საქართველოში, პროფესიულ განათლებაში მომზადება/გადამზადების სისტემას და ETF-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აფასებენ მომზადება/გადამზადების სისტემის ეფექტიანობას.
🔹აკადემიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გაცნობითი სახის ტური, SBA-სა და პსპ ფარმას წარმომადგენლემბა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით. ტურის ფარგლებში მოეწყო სასწავლო პროცესის გაცნობის სესია, გასაუბრება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების მსმენელებთან და განმახორციელებლებთან. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტები, საჯარო და კერძო პროვაიდერების წარმომადგენლები.
🔹როგორც თქვენთვის ცნობილია აკადემიის პარტნიორი დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია მეოთხე წელია წარმატებით ახორციელებს პროფესიული მომზადების პროგრამას ,,დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში’’, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ გააკეთა პრეზენტაცია.
🔹წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში აკადემიამ ტრადიციალურად დააჯილდოვა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია როგორც 2022 წლის საუკეთესო პარტნიორი.
🔹მსგავსი მასშტაბის ღონისძიების საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია ქვეყნის პროფესიული განათლების მომზადება/გადამზადების განვითარების კუთხით და წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.