SBA WelcomeParty 2022

SBA WelcomeParty 2022

🔹SBA-ში არსებობს დღეები, რომელთა აღნიშვნაც წლებთან ერთად ტრადიციად ჩამოყალიბდა, ერთ-ერთი მათგანია ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია
👉Welcome Party, რომელიც აკადემიაში ყველასგან გამორჩეული, სახალისო, მხიარული და სიურპრიზებით სავსე ღონისძიებაა.
🎉SBA-ს მორთული ეზო, კონცერტი, თბილი დახვედრა, SBA-ს დირექტორის მისალმება და სიმბოლური საჩუქრები აკადემიის გაცნობას სტუდენტებისთვის პირველ სასიამოვნო შთაბეჭდილებად აქცევს.
👉ამ პოზიტიური ემოციის გაძლიერებას ემსახურება SBA Welcome Party, რომელიც აკადემიაში გაიმართება
📆8 ნოემბერს 17:00 საათზე.
📍 მისამართი: ქ.თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18/22
➡️ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმობა სტუდენტთა საინფორმაციო და საორიენტაციო შეხვედრას, სადაც სტუდენტებს აკადემიის ადმინისტრაციისგან მიეწოდებათ ინფორმაცია სასწავლო პროცესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
➡️ღონისძიების მეორე ნაწილი გაგრძელდება მთავარ სცენაზე. ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას სტუდენტებს მოწვეული სტუმრები და აკადემიის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიულოცავენ.
🎼ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართება საზეიმო კონცერტი. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს დუეტი „ჯორჯია“ და მუსიკალური ბენდი.
📣გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გელოდებით!