განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, განათლება, ასაკი, სასურველი პროგრამა) მუშავდება შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს, 406037550, info@sba.edu.ge მიერ, პოტენციური მომხმარებლების მოზიდვისა და პოტენციურ პროფესიულ სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაციის, პოტენციური პროფესიული სტუდენტების შესახებ ინფორმაციის ანალიზისა და ტენდენციების განსაზღვრის, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (VET.EMIS.GE) რეგისტრაციის პროცესში პოტენციური აპლიკანტის მხარდაჭერის მიზნებისათვის, თქვენი განცხადების განსახილველად და აკადემიის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესისა საფუძველზე.
განაცხადის ფორმის შევსება ნებაყოფლობითია. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ამ ფორმის შევსების გარეშეც დარეგისტრირდეთ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (VET.EMIS.GE).
თქვენს მიერ განაცხადის ფორმაში მითითებული მონაცემები აკადემიაში ჩარიცხვის შემთხვევაში ინახება აკადემიისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად, კანონმდებლობით დადგენილი ვადითა და წესით.
აკადემიაში ჩარიცხვის პროცესის დასრულების შემდეგ, განაცხადის ფორმის შენახვის გზით თქვენი მონაცემები აღარ მუშავდება.
თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტების უფლებები გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიმართოთ აკადემიის პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ოფიცერს კონსულტაციისთვის და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით:
შპს ,, მონაცემთა დაცვის გუნდი“, info@dpt.ge