Home »
ლოგისტიკის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

ლოგისტიკის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

პროფესიული პროგრამის აღწერა

1.სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენაზე: ლოგისტიკა და პორტის მენეჯმენტი/Logistics and Port Management

 2.მისანიჭებელი კვალიფიკაციები ქართულ და ინგლისურ ენაზე:

საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ლოგისტიკაში / Secondary Vocational Qualification in Logistics

აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით აღნიშნული კვალიფიკაცია განეკუთვნება დეტალურ სფეროს – „მენეჯმენტი და ადმინისტრირება“, კოდი 0413, აღმწერი – „შეისწავლის  ორგანიზაციებისა  და  ინსტიტუციების ფუნქციონირებისა  და  საქმიანობის  დაგეგმვას,  ხელმძღვანელობასა  და მუშაობას/ოპერირებას. მენეჯმენტის პროგრამები, რომლებიც მოიცავენ ადმინისტრირებას, ეკონომიკას,  ფინანსებს  და  ა.შ.  კლასიფიცირდება  ამ  სფეროში  თუ  აქცენტი  გადატანილია

მენეჯმენტსა და ადმინისტრირებაზე.“

3.მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, სატვირთო გადაზიდვებისა დაპორტისლოგისტიკის სფეროსთვის მოამზადოს კონკურენტუნარიანი კადრი,  რომელსაცშეეძლება სატრანსპორტო, სასაწყობო, საპორტო დოკუმენტაციის შევსება; ტვირთის შენახვა საწყობში; ნაშთების კონტროლი; სატვირთო გადაზიდვების დაგეგმვა;ტრანსპორტის სახეების აღწერა და შესაბამისი ტრანსპორტის სახის შერჩევა; გუნდური მუშაობა; მონიტორინგი და შეფასება; შეკვეთის გაფორმება; ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის ზედამხედველობა;ნავსადგურში მგზავრებისა და ტვირთის მოძრაობა; გადაზიდვების მონიტორინგი და დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებენ პროფესიული ეთიკის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ამასთან, კურსდამთავრებულები აღჭურვილნი იქნებიან პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.

4.დაშვებისწინაპირობა/წინაპირობები: სრული ზოგადი განათლება

 5.დასაქმების სფერო დაშესაძლებლობები:

ლოგისტიკაში საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის მიმართულებით შეუძლია დასაქმდეს ტვირთების გადამზიდავ ექსპედიტორულ და სატრანსპორტო – ლოჯისტიკურ ორგანიზაციებში; საბაჟო-სატრანსპორტო მომსახურების საწარმოებში; სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ასოციაციებში; სატრანსპორტო და საექსპედიციო ორგანიზაციებში; სხვადასხვა დონის სავაჭრო-ლოგისტიკური კომპლექსებში; სავაჭრო-შემსყიდველი და საშუამავლო ორგანიზაციებში; მზა პროდუქციის მსხვილ სადისტრიბუტორო ორგანიზაციებში; გამანაწილებელ და ლოგისტიკურ ცენტრებში; საბაჟო ტერმინალური კომპლექსებში; სასაწყობო მეურნეობებში, საბაჟო საწყობებში.

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდები: 4; 49.41; 49.41.0; 49.42; 49.42; 49.42.0; 51.2; 51.21; 51.21.0
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 3323.

6.მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების შესაბამისი სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. დაგეგმოს სატვირთო გადაზიდვები;
  2. გააფორმოს შეკვეთა;
  3. განახორციელოს გადაზიდვების მონიტორინგი;
  4. შეავსოს სატრანსპორტო დოკუმენტაცია;
  5. გადაზიდვების დროს გამოთვალოს ლოგისტიკური დანახარჯები;
  6. მიიღოს ტვირთი საწყობში;
  7. გააკონტროლოს ნაშთები.

საკონტაქტო ნომერი: 032 2 40 34 40

პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10/10/2019 00:00

ვაკანტური ადგილი: 30