Home »
საბაჟო საქმის (ინგლისურენოვანი) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/Customs Study

საბაჟო საქმის (ინგლისურენოვანი) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/Customs Study

პროფესიული პროგრამის აღწერა

1.სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენაზე –  საბაჟო საქმე / Customs Study

2.მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზეუმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საბაჟო საქმეში / Higher Vocational Qualification in Customs Study

 აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს – „ადამიანებისა და საკუთრების დაცვა“, კოდი 1032, აღმწერი – ,,შეისწავლის საზოგადოებისთვის გაწეულ მომსახურებებს, რომლების უკავშირდება, როგორც ადამიანებს ასევე მათი საკუთრების დაცვას. მოიცავს საპოლიციო მომზადებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახანძრო დაცვას და ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლას.“

3. პროგრამის მიზანი: პროფესიული პროგრამის მიზანია საბაჟო საქმის სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს განახორციელოს საბაჟო საზღვრის კვეთასთან, საქონლის საბაჟო გაფორმებასთან, საბაჟო ზედამხედველობასთან, საბაჟო კონტროლის განხორციელებასთან, ასევე საბაჟო წარმომადგენლობასთან დაკავშირებული ამოცანები. პროგრამის მიზანია, მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებენ პროფესიული ეთიკის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. სპეციალისტები აღჭურვილი იქნებიან პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.

4. დაშვების წინაპირობა/წინაპირობები: სრული ზოგადი განათლება

5.დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

საბაჟო საქმეში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს როგორც საჯარო (სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი), ისე კერძო სექტორში (საბროკერო, საკონსულტაციო, სავაჭრო, სამრეწველო, გადამზიდველი და ლოგისტიკური კომპანიები, დიპლომატიური დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საბაჟო საწყობები და ტერმინალები). საჯარო სექტორში ის შეიძლება დასაქმდეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ან საბაჟო გაფორმების საბაჟო ოფიცრად, ხოლო კერძო სექტორში – საბაჟო ბროკერად, საბაჟო დეკლარანტად, საბაჟო გაფორმების სპეციალისტად. ეს ფუნქციები შესაძლოა შერწყმულ იქნეს ლოგისტიკის სპეციალისტის, საბაჟო ტერმინალის მომსახურების განყოფილების სპეციალისტების ფუნქციებთან. კარიერული ზრდის თვალსაზრისით, კურსდამთავრებულს სწავლის გაგრძელება შეუძლია შემდგომ საფეხურებზე ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით.

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 52.29.1, 84.11.
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 3351

6.მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების შესაბამი სწავლის შედეგები

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:

  1. განახორციელოს საბაჟოზედამხედველობა;
  2. გააკონტროლოს ფიზიკურიპირი;
  3. გააკონტროლოს სატრანსპორტოსაშუალებები;
  4. განსაზღვროს საქონლის წარმოშობის ქვეყანა და საბაჟო ღირებულება;
  5. განსაზღვროს სასაქონლო ოპერაცია დაგაუკეთოს ადმინისტრირება საბაჟო გადასახდელებს;
  6. განახორციელოს საბაჟო დეკლარირება;
  7. განახორციელოს საბაჟო გაფორმება;
  8. განახორციელოს სასაზღვრო საკარანტინო კონტროლი;
  9. განახორციელოს არასატარიფო ღონისძიებები;
  10. განახორციელოს საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოება.

საკონტაქტო ნომერი: 032 2 40 34 40

პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10/10/2019 00:00

ვაკანტური ადგილი: 30

კომენტარები

კომენტარი