Home »
საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

პროფესიული პროგრამის აღწერა

1.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენაზე –  საექთნო საქმე/Nursing

2.მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე

ა) ასოცირებული ხარისხი საექთნო საქმეში/Associate Degree in Nursing (ამოქმედდეს 2020 წლის 29 თებერვლიდან)

ბ) მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმეში/Fifth Level Vocational Qualification in Nursing (მოქმედების ვადა 2020 წლის 29 თებერვალი[1]).  

აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის  (ISCED) მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს – „საექთნო და სამეანო საქმე“, კოდი 0913,  აღმწერი – “შეისწავლის ავადმყოფი, სნეული ან სპეციალური საჭიროებების მქონე პირების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფას და ექიმებისა და სხვა სამედიცინო და ჯანდაცვის პერსონალისთვის დახმარების გაწევას პაციენტების დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის დროს. საექთნო საქმის კვალიფიკაცია ფოკუსირებულია ავადმყოფობისა და რეაბილიტაციის დროს პაციენტების ჯანმრთელობის შენაჩუნებასა და მოვლაზე. ის მოიცავს მოხუცების და ასევე სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების ჯანდაცვას. სამეანო საქმე შეისწავლის ქალის მოვლას (ჯანმრთელობის დაცვას) ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ის ასევე მოიცავს ჩვილის მოვლასა და დახმარებას მეძუძური დედებისთვის.”

3.მიზანი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ზოგად მოვლაზე პასუხისმგებელი ექთანი.

4.დაშვების წინაპირობა – სრული ზოგადი განათლება

5.დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

საექთნო საქმეში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ჯანდაცვის სფეროში, სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში, შინმოვლის სფეროში, სხვა ტიპის ორგანიზაციებში, რომლებიც საჭიროებს საექთნო მომსახურებას.

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდები: 1; 86.10; 86.10.0; 86.2; 86.21; 86.21.0; 86.22; 86.220; 86.23; 86.23.0; 86.9; 86.90; 86.90.0.
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 3221

6.სწავლის შედეგები

კურსდამთვრებულს შეუძლია:

  1. შეაფასოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა
  2. განახორციელოს თერაპიული პაციენტის საექთნო მართვა
  3. განახორციელოს ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვა
  4. განახორციელოს გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვა
  5. განახორციელოს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა
  6. განახორციელოს პერიოპერაციული პაციენტის საექთნო მართვა
  7. განახორციელოს სამეანო და გინეკოლოგიური პაციენტის საექთნო მართვა
  8. განახორციელოს პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა
  9. განახორციელოს და უზრუნველყოს შინმოვლის მომსახურების გაწევა
  10. განახორციელოს და უზრუნველყოს გერიატრიული პაციენტის საექთნო მართვა
  11. დაგეგმოს და განახორციელოს საკუთარი პრაქტიკისა და მოვლის ხარისხის შეფასება.

საკონტაქტო ნომერი: 032 2 40 34 40

ადგილების რაოდენობა 144

რეგისტრაციის დაწყების დრო 20.05.2020-დასრულების დრო 10.08.2020.

კომენტარები

კომენტარი