პროგრამის სახელმწოდება: საწყობის ლოგისტიკა
პროგრამის სახე: პროფესიული მომზადება
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე: 4
პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 9 კვირა
კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა: 12 საათი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: სრული ზოგადი განათლება
პროგრამის მიზანია მსმენელთათვის დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარება, რომელთა გამოყენებით შეძლებენ საწყობში ტვირთის
მიღება-გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას დარგის თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით.
სწავლის შედეგები (რომელიც აღინიშნება ცოდნით ან/და უნარით ან/და კომპეტენციით) კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. ტვირთის მიღება საწყობში;
2. ტვირთის შენახვა სათავსში;
3. ტვირთის გაცემა საწყობიდან;
4. სასაწყობო დოკუმენტაციის წარმოება.
გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი.