Home »
ტურიზმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

ტურიზმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

პროფესიული პროგრამის აღწერა

1.სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენაზე: ტურიზმი/Tourism

 2.მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის

მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების სამართლებრივი საფუძვლები:
  • საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ;
  • ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო;
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიული სტანდარტი;
  • საქართველოს კულტურული მემეკვიდრეობის გიდის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი.

3.პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

 4.კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ტურისტულ სააგენტოში, ტუროპერატორ კომპანიაში, მუზეუმში, ნაკრძალების/დაცული ტერიტორიების, არქეოლოგიურ ან არქიტექტურულ ძეგლებთან არსებულ საექსკურსიო ბიუროებში, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, თვითდასაქმებით, მინიჭებული კვალიფიკაციის შესაბამისად.

 5.პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის კვალიფიციური გიდი,   მისცეს  საჭირო თეორიული ცოდნა და გამოუმუშაოს პრაქტიკული უნარ–ჩვევები, რათა შეძლოს კვალიფიკაციის შესაბამისად  დასაქმება.

6.სწავლის შედეგები:

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:

  • უფლებამოსილი ორგანიზაციის მიერ ტურისტებისათვის შემუშავებული ტურისტული მარშრუტისა და შესაბამისი პროგრამის განხორციელება;
  • საექსკურსიო მომსახურება მთელი საქართველოს ან/და კონკრეტული რეგიონის მასშტაბით;
  • ტურისტული ჯგუფის მართვა;
  • ტურის საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება;
  • პრობლემური სიტუაციების მართვა;
  • ექსკურსიის მომზადება და ჩატარება.

საკონტაქტო ნომერი: 032 2 40 34 40

პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15/10/2019 00:00

ვაკანტური ადგილი: 33