Home »
ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

პროფესიული პროგრამის აღწერა

1.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენაზე – ფარმაცია / Pharmacy

2.მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე –

ა) ასოცირებული ხარისხი ფარმაციაში/Associate Degree in Pharmacy (ამოქმედდეს 2020 წლის 29 თებერვლიდან)

ბ) მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია ფარმაციაში/Fifth Level Vocational Qualification in Pharmacy (მოქმედების ვადა 2020 წლის 29 თებერვალი[*]).   

აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს – ,,ფარმაცია”, კოდი 0916, აღმწერი – ,, შეისწავლის წამლებს და ადამიანზე მათ გავლენას. მოიცავს წამლის მომზადებას, განაწილებასა და ადმინისტრიებას.”

 3.მიზანი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ჯანდაცვის სფეროსთვის კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა. კერძოდ, პროფესიული კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების–განთავსების, აღწერის, პარაფარმაცევტული პროდუქციის შერჩევა-მიწოდების პროცესში მონაწილეობას, ნაშთების პერიოდულ კონტროლს,  მცირე შეფუთვებად  მზა წამლის  ფორმის დაფასოებას, რეცეპტის მიხედვით წამლის მომზადებას და ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას.

4.დაშვების წინაპირობა – სრული ზოგადი განათლება.

 5.დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

ფარმაციაში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე აფთიაქებში (ავტორიზებულ აფთიაქში, სპეციალიზებულ და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში), საბითუმო რეალიზაციის ობიექტზე, სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში.

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდები: 46.46, 46.46.0, 47.73, 47.73.0, 82.92.0
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდები: 2262, 3213

6.მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. შეამოწმოს პროდუქცია ვიზუალურად
  2. დაადგინოს თანხმლებ დოკუმენტაციასთან იგივეობა
  3. შეამოწმოს სასაქონლო ნიშნები და რაოდენობა
  4. განათავსოს პროდუქცია სათანადო ადგილზე
  5. ჩაატაროს სააფთიაქო ნაშთის პერიოდული კონტროლი
  6. განახორციელოს ორიგინალური შეფუთვის მცირე შეფუთვებად დაფასოება–მარკირება
  7. მომზადება რეცეპტის მიხედვით სითხოვანი, მყარი და რბილი წამლის ფორმები
  8. გათვალისწინოს მომხმარებელთან ურთიერთობისას ფარმაცევტული ეთიკის და დეონტოლოგიის პრინციპები
  9. განახორციელოს მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქციის შერჩევა-მიწოდება, კონსულტაციის გაწევა პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების, გამოყენების  და   შენახვის პირობების შესახებ
  10. განახორციელოს ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია
  11. განახორციელოს ანგარიშის მომზადება–ჩაბარება პროდუქციის მიღების, ნაშთის პერიოდული შემოწმების, ექსტემპორალური წამლის ფორმების მომზადების, მცირე შეფუთვებად წამლის ფორმების დაფასოების შესახებ
  12. დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, გარემოსა და უსაფრთხოების წესები.

საკონტაქტო ნომერი: 032 2 40 34 40

ადგილების რაოდენობა 93

რეგისტრაციის დაწყების დრო 20.05.2020-დასრულების დრო 10.08.2020.

კომენტარები

კომენტარი