Home »
ინფორმაციის ტექნოლოგია

ინფორმაციის ტექნოლოგია

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

1. პროგრამის სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენაზე – ინფორმაციის ტექნოლოგია / Information
Technology

2. სარეგისტრაციო ნომერი, რომლის საფუძველზე შეიქმნა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: 06112-პ
3. მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე:
საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში / Basic Vocational
Qualification in Information Technology Support;
აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით
განეკუთვნება დეტალურ სფეროს – მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინი და ადმინისტრირება – კოდი
0612. აღმწერი – „შეისწავლის პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების დიზაინს, ფუნქციონირებასა და
ინტეგრაციას. მოიცავს კომპიუტერულ მედია აპლიკაციებსაც”.
4. მიზანი:
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროსთვის
უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან კადრის – პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და
პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს
აპარატურული უზრუნველყოფასა და ოპერაციული სისტემების დაყენებას, განახლებას, დაზიანებების
აღმოფხვრას, ოპტიმიზაციას, დიაგნოსტირებასა და მომსახურებას; ექნება სფეროსათვის დამახასიათებელი
ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა და გააცნობიერებს
გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.
5. დაშვების წინაპირობა/წინაპირობები: საბაზო განათლება

6. დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:
ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია
დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ
ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.

7. მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების შესაბამისი სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. ააწყოს და დააკომპლექტოს პერსონალური კომპიუტერი;
2. დაამონტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები;
3. დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემი;
4. დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა;
5. უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის უსაფრთხოება;
6. განასხვავოს ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები;
7. გაარჩიოს ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეები და ამ შრეებზე მომუშავე
პორტები და ოქმი;
8. გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელი;
9. შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები და განსაზღვროს პრევენციული ზომები;
10. მოახდინოს აპარატურული და პროგრამული პრობლემის იდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობ

საკონტაქტო ნომერი: 032 2 40 34 40