Home »
შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები

პროფესიული პროგრამის აღწერა:

1.სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენაზე – შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები/ Occupational Safety and Environmental Technology

2.მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე – შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში/ Higher Vocational Qualification in Occupational Safety and Environmental Technology
აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს -“გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები” – კოდი 0712, აღმწერი -„შეისწავლის გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებებისა და ნარჩენების მინიმუმამდე შემცირების, ასევე გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების პროცესებს. იგი მოიცავს ჰაერის, წყლის, ნიადაგის და ა.შ. კონტროლთან დაკავშირებულ პროგრამებს”

3.მიზანი – პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს შეიმუშაოს ნეგატიური ასპექტებისაგან დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მექანიზმი შექმნას პირობები ჯანსაღი და ღირსეული საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოს შრომის დაცვითი ღონისძიებების დანერგვა და მართვა.

4.დაშვების წინაპირობა/წინაპირობები – სრული ზოგადი განათლება

5.დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერი/სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა სფეროების: მშენებლობის, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, ნავთობისა და გაზის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, მძიმე მრეწველობის, სამთო მრეწველობის, საზღვაო პორტების, კომუნიკაციების, ტურიზმის, სარესტორნო, გასართობ, სავაჭრო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში: უსაფრთხოების ინსპექტორად/მენეჯერად; ჯანმრთელობის დაცვის ინსპექტორად/მენეჯერად; შრომის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინსპექტორად/მენეჯერად; დაბინძურების ინსპექტორად; ჯანსაღი სამუშაო გარემოს დაცვის ოფიცერად; შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მრჩეველად; გარემოს დაცვის მრჩეველად; შრომის ჰიგიენის სპეციალისტად/მენეჯერად; ნარჩენების შეგროვების სპეციალისტად; ნარჩენების დამუშავება-მოცილების სპეციალისტად; დაბინძურებისაგან გასუფთავება-ნარჩენების მართვის ინსპექტორად; უსაფრთხოების დაცვის სპაციალისტად/ მენეჯერად; შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად; სახელმწიფოს შრომის ინსპექტირების სამსახურებში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად; სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად.
• ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 38.; 38.1; 38.2; 39.; 39.0; 80; 86; 81;
• დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 3257.

6. მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები
კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. შეადგინოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, გარემოსდაცვითი გეგმა;
2. შეიმუშაოს და განაახლოს პროცედურები და ინსტრუქციები;
3. შეაფასოს პროფესიული დაზიანებები და აკონტროლოს რისკი;
4. შეაფასოს, გააკონტროლოს და განსაზღვროს ქიმიური და ბიოქიმიური საფრთხეების პრევენციული ზომები;
5. დაიცვას ელექტროუსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთოების წესები;
6. განახორციელოს ევაკუაციის პროცესები;
7. გაწიოს პირველადი გადაუდებელი დახმარება;
8. გაატაროს საფრთხეების პრევენციისა და რისკების შემცირების ღონისძიებები;
9. აკონტროლოს სამუშაო ადგილზე ადამიანთა და სამსახურებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილება;
10. შეაფასოს გარემოზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების გავლენა;
11. განახორციელოს გარემოსდაცვითი სისტემის აუდიტი და მონიტორინგი;
12. დაგეგმოს უსაფრთხო სასმელი წყლის დაცვისა და გამოყენების ნორმების დაცვით მოქმედება;
13. აკონტროლოს წყლის წყაროების დაბინძურება;
14. აკონტროლოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და ჰაერში გაფრქვევის შემცირება.

საკონტაქტო ნომერი: 032 2 40 34 40