Home »
ბუღალტრული აღიცხვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

ბუღალტრული აღიცხვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

პროფესიული პროგრამის აღწერა

1.სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენაზე – ბუღალტრული აღრიცხვა/Accounting

2.მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზეუმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში / Higher Vocational Qualification in Accounting

აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს – „საბუღალტრო აღრიცხვა და დაბეგვრა“, კოდი 0411, აღმწერი – ,,შეისწავლის ფინანსური ოპერაციების განხორციელებას, აუდიტირებასა და აღრიცხვას.“

3.მიზანი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს და შრომის ბაზარს შესთავაზოს კვალიფიციური ბუღალტერი, რომელიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას სამეწარმეო, არასამეწარმეო, სახელმწიფო ორგანიზაციის/დაწესებულების ან პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და წარმართვაში; ფინანსური, ბუღალტრული ანგარიშებისა და ჩანაწერების შემოწმებასა და ანალიზს, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დადგენილ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან; განახორციელებს ბუღალტრულ გატარებებს; შეადგენს და დადგენილი წესით წარადგენს საგადასახადო დეკლარაციებს; უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში; ასევე შეძლებს ფინანსურ ანგარიშგების, პირველად სააღრიცხვო და სხვადასხვა სახის ფინანსურ დოკუმენტაციის შედგენას  გარე და შიდა მომხმარებლებისათვის.

4.დაშვების წინაპირობა/წინაპირობებისრული ზოგადი განათლება

 5.დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:

ბუღალტრულ აღრიცხვაში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლოა დასაქმდეს კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში საბუღალტრო და საფინანსო სამსახურებში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში მთავარ ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ-მოანგარიშედ. შესაძლებელია თვითდასაქმებაც, კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით.

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 69, 69.20.1
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 3313

6.სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა
  2. შეავსოს და არგუმენტირება გაუკეთოს სამუშაო ფორმებს (სააღრიცხვო დოკუმენტები)
  3. აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები
  4. შეავსოს და გააგზავნოს დეკლარაციები
  5. მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება
  6. აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა ეკონომიკური საქმიანობის ზოგიერთი სახეობის მიხედვით
  7. აწარმოოს კონტროლი სამეურნეო სუბიექტის საბუღალტრო აღრიცხვაზე
  8. აწარმოოს მმართველობითი აღრიცხვა
  9. შეასრულოს ეკონომიკური ანალიზი.

საკონტაქტო ნომერი: 032 2 40 34 40

ადგილების რაოდენობა 48

რეგისტრაციის დაწყების დრო 20.05.2020-დასრულების დრო 30.09.2020.