logo

აკადემია გთავაზობს საგანმანათლებლო და საინფორმაციო რესურსებს, რომლებიც დაგეხმარება ცოდნის გაღრმავებაში, პროექტებზე მუშაობასა და პროფესიულ განვითარებაში. შეგიძლია ბიბლიოთეკიდან აიღო საჭირო მასალები, ისარგებლო კომპიუტერული ტექნიკით და გამოიყენო აუდიტორია ჯგუფური მუშაობისთვის.

როგორ ისარგებლო ბიბლიოთეკით?

  • შეგიძლია ადგილზე – ბიბლიოთეკაში იმუშაო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით ან დროებით გაიტანო წიგნები.
  • მასალების ასლების გადაღება შესაძლებელია, თუ წიგნი მხოლოდ ერთ ეგზემპლარად მოიპოვება ბიბლიოთეკაში.
  • გატანილი წიგნი უნდა დააბრუნო 1 კვირაში, ხოლო თუ ისევ გჭირდება, შეგიძლია ვადის გაგრძელება.

როგორ ისარგებლო კომპიუტერებით და ტექნიკური ბაზით?

  • აკადემიის კომპიუტერები შეგიძლია გამოიყენო მხოლოდ სასწავლო მიზნებისთვის.
  • ნებისმიერი ტექნიკური გაუმართაობის ან დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობე ადმინისტრაციას.
  • აკადემიის აუდიტორიებსა და ტექნიკაზე წვდომის მისაღებად წერილობით მიმართე ადმინისტრაცია