პროფესიული პროგრამის აღწერა
1.სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენაზე – ბუღალტრული აღრიცხვა/Accounting
2.მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე – უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში / Higher Vocational Qualification in Accounting
აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს – „საბუღალტრო აღრიცხვა და დაბეგვრა“, კოდი 0411, აღმწერი – ,,შეისწავლის ფინანსური ოპერაციების განხორციელებას, აუდიტირებასა და აღრიცხვას.“
3.მიზანი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს და შრომის ბაზარს შესთავაზოს კვალიფიციური ბუღალტერი, რომელიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას სამეწარმეო, არასამეწარმეო, სახელმწიფო ორგანიზაციის/დაწესებულების ან პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და წარმართვაში; ფინანსური, ბუღალტრული ანგარიშებისა და ჩანაწერების შემოწმებასა და ანალიზს, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დადგენილ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან; განახორციელებს ბუღალტრულ გატარებებს; შეადგენს და დადგენილი წესით წარადგენს საგადასახადო დეკლარაციებს; უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში; ასევე შეძლებს ფინანსურ ანგარიშგების, პირველად სააღრიცხვო და სხვადასხვა სახის ფინანსურ დოკუმენტაციის შედგენას გარე და შიდა მომხმარებლებისათვის.
4.დაშვების წინაპირობა/წინაპირობები – სრული ზოგადი განათლება
5.დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:
ბუღალტრულ აღრიცხვაში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლოა დასაქმდეს კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში საბუღალტრო და საფინანსო სამსახურებში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში მთავარ ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ-მოანგარიშედ. შესაძლებელია თვითდასაქმებაც, კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით.
- ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 69, 69.20.1
- დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 3313
6.სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებულს შეუძლია:
- შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა
- შეავსოს და არგუმენტირება გაუკეთოს სამუშაო ფორმებს (სააღრიცხვო დოკუმენტები)
- აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები
- შეავსოს და გააგზავნოს დეკლარაციები
- მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება
- აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა ეკონომიკური საქმიანობის ზოგიერთი სახეობის მიხედვით
- აწარმოოს კონტროლი სამეურნეო სუბიექტის საბუღალტრო აღრიცხვაზე
- აწარმოოს მმართველობითი აღრიცხვა
- შეასრულოს ეკონომიკური ანალიზი.
საკონტაქტო ნომერი: 032 2 40 34 40