Home »
ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

პროფესიული პროგრამის აღწერა

1.სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენაზე –  ინფორმაციის ტექნოლოგია / Information Technology

2.მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე:

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში / Basic Vocational Qualification in Information Technology Support;

აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს – მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინი და ადმინისტრირება – კოდი 0612. აღმწერი – „შეისწავლის პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების დიზაინს, ფუნქციონირებასა და ინტეგრაციას. მოიცავს კომპიუტერულ მედია აპლიკაციებსაც”.

3.მიზანი:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროსთვის უზრუნველყოფს  კონკურენტუნარიან კადრის – პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს აპარატურული უზრუნველყოფასა და ოპერაციული სისტემების დაყენებას, განახლებას, დაზიანებების აღმოფხვრას, ოპტიმიზაციას, დიაგნოსტირებასა და მომსახურებას; ექნება სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა და გააცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.

4.დაშვების წინაპირობა/წინაპირობები: საბაზო განათლება

 5.დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიცი­პალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 09.0; 95.11; 95.11.0
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 3512

6.მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების შესაბამისი სწავლის შედეგები:

 კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. ააწყოს და დააკომპლექტოს პერსონალური კომპიუტერი;
  2. დაამონტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები;
  3. დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემი;
  4. დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა;
  5. უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის უსაფრთხოება;
  6. განასხვავოს ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები;
  7. გაარჩიოს ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეები და ამ შრეებზე მომუშავე პორტები და ოქმი;
  8. გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელი;
  9. შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები და განსაზღვროს პრევენციული ზომები;
  10. მოახდინოს აპარატურული და პროგრამული პრობლემის იდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობა.

საკონტაქტო ნომერი: 032 2 40 34 40

პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15/10/2019 00:00

ვაკანტური ადგილი: 30