Home »
ფინანსების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

ფინანსების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

პროფესიული პროგრამის აღწერა

1.სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენაზე – ფინანსები / Finance

2.მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზესაბაზო პროფესიული კვალიფიკაცია საფინანსო სერვისებში / Basic Vocational Qualification in Finance Services

აღნიშნული კვალიფიკაციაგანათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს – „ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა“, კოდი 0412, აღმწერი – ,,შეისწავლის საფინანსო საქმიანობისა და მომსახურების დაგეგმვის, ხელმძღვანელობის, ორგანიზებისა და კონტროლის საკითხებს. მოიცავს ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა და ინდივიდების საფინანსო რესურსების კონტროლსა და მონიტორინგს, ასევე კორპორაციებისა და ინდივიდების ფინანსური მომსახურების საკითხებს.“

4.მიზანიპროგრამის მიზანია, უზრუნველყოს მოამზადოს კვალიფიციური პერსონალი, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ტიპის საფინანსო  მომსახურების გაწევასა და მომხმარებლის საფინანსო სერვისებთან დაკავშირებულ ინფორმირებას.

5.დაშვების წინაპირობა/წინაპირობები – საბაზო განათლება და არანაკლებ 17 წელი

6.დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

საფინანსო სერვისებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების მოლარედ, მათ შორის – ბილეთების გაყიდვების სალაროებში; ბანკებსა და არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო დაწესებილებებში მოლრისა და ოპერატორის პოზიციაზე, ასევე ნივთების დაგირავებითა და ფულადი თანხების გაცემით დაკავებული აგენტებისა და ბუკმეკერების პოზიციებზე.

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 64, 64.1, 64.19, 64.92.0.
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 4312

7.მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები:

ფინანსების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:

  1. აწარმოოს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება სავაჭრო ობიექტებში
  2. აწარმოოს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება საბანკო დაწესებულებებში
  3. განახორციელოს სალარო და საბანკო ოპერაციები
  4. შესთავაზოს კლიენტებს საბანკო პროდუქტები
  5. ეფექტურად მოემსახუროს კლიენტებს.

საკონტაქტო ნომერი: 032 2 40 34 40

ადგილების რაოდენობა 14

რეგისტრაციის დაწყების დრო 20.05.2020-დასრულების დრო 30.09.2020.