/*; } .etn-event-item .etn-event-category span, .etn-btn, .attr-btn-primary, .etn-attendee-form .etn-btn, .etn-ticket-widget .etn-btn, .schedule-list-1 .schedule-header, .speaker-style4 .etn-speaker-content .etn-title a, .etn-speaker-details3 .speaker-title-info, .etn-event-slider .swiper-pagination-bullet, .etn-speaker-slider .swiper-pagination-bullet, .etn-event-slider .swiper-button-next, .etn-event-slider .swiper-button-prev, .etn-speaker-slider .swiper-button-next, .etn-speaker-slider .swiper-button-prev, .etn-single-speaker-item .etn-speaker-thumb .etn-speakers-social a, .etn-event-header .etn-event-countdown-wrap .etn-count-item, .schedule-tab-1 .etn-nav li a.etn-active, .schedule-list-wrapper .schedule-listing.multi-schedule-list .schedule-slot-time, .etn-speaker-item.style-3 .etn-speaker-content .etn-speakers-social a, .event-tab-wrapper ul li a.etn-tab-a.etn-active, .etn-btn, button.etn-btn.etn-btn-primary, .etn-schedule-style-3 ul li:before, .etn-zoom-btn, .cat-radio-btn-list [type=radio]:checked+label:after, .cat-radio-btn-list [type=radio]:not(:checked)+label:after, .etn-default-calendar-style .fc-button:hover, .etn-default-calendar-style .fc-state-highlight, .etn-calender-list a:hover, .events_calendar_standard .cat-dropdown-list select, .etn-event-banner-wrap, .events_calendar_list .calendar-event-details .calendar-event-content .calendar-event-category-wrap .etn-event-category, .etn-variable-ticket-widget .etn-add-to-cart-block, .etn-recurring-event-wrapper #seeMore, .more-event-tag, .etn-settings-dashboard .button-primary{ background-color:

აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებელთა საყურადღებოდ !

პროფესიული განათლების მასწავლებელთა ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA აცხადებს ინიციატივების (პროექტების) კონკურსს

მონაწილეობა: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლებს ინდივიდუალურად ან მასწავლებელთა და სტუდენტთა/მსმენელთა საინიციატივო ჯგუფს.
კონკურსის პირობები: კონკურსის ფარგლებში უნდა მოხდეს ისეთი აქტივობების (პროექტის) ინიციირება და განხორციელება, რომელიც ემსახურება ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ მიზანს:

ა) სტუდენტთა პროფესიული ორიენტაცია და კარიერული განვითარება (შეხვედრები პროფესიაში გამორჩეულ ადამიანებთან, ბიზნესმენებთან, ასოციაციებთან, ვიზიტები საწარმოებში და სხვა);
ბ) სტუდენტთა პიროვნული ინტერესების რეალიზაცია და განვითარება (შემოქმედებითი საღამოების, გამოფენების, სპექტაკლებისა და კონცერტების მოწყობა, სახელოვნებო, შემოქმედებითი, სპორტული კლუბების ორგანიზება და ღონისძიებების მოწყობა და სხვა);
გ) სოციალური ინტეგრაცია და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება (სოციალური პროექტები, ჰუმანიტარული აქციები, სხვადასხვა დღეების აღნიშვნა ან სხვა ფორმატში ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა, შეხვედრები ცნობილ/საინტერესო ადამიანებთან);
დ) დასვენება (ექსკურსიები და ტურები);
ე) მეწარმეობრივი კომპეტენციების განვითარება (ერთჯერადი ხასიათის სამეწარმეო აქტივობების, გამოფენა-გაყიდვების და სხვა სახის აქტივობების განხორციელება რაც მიზნად ისახავს შემოსავლის მიღებას);
ვ) სხვა ნებისმიერი სახის ღონისძიების მოწყობა, რომელიც უკავშირდება პროფესიულ სტუდენტთა / მსმენელთა / ბენეფიციართა პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას.

აკადემიის ბიუჯეტიდან ინიციატივისათვის გამოყოფილი თანხის მაქსიმალური ოდენობაა 2000 ლარი.

განაცხადის გასაკეთებლად  უნდა შეივსოს განაცხადის ფორმა და შევსებული განაცხადი ჩაბარდეს ადმინისტრაციულ სამსახურს ან გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@sba.edu.ge
განაცხადს თან უნდა ერთოდეს მოთხოვნილი თანხის ხარჯვის შესახებ ინფორმაცია (რა ხარჯებს მოხმარდება მოთხოვნილი თანხა. ძირითადად ეს უნდა იყოს საქონლის ან მომსახურების შესყიდვა).
განაცხადის ფორმა და პროექტის ბიუჯეტი: https://shorturl.at/gpZh7
საკონკურსო განაცხადების მიღება ხორციელდება 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით;
შემოსული განაცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება დაფინანსებული განაცხადის/განაცხადების შესახებ მოხდება არაუგვიანეს 14 მარტისა.
პროექტი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2025 წლის 30 ივნისისა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: ირაკლი ლოლაძე, მარკეტინგისა და სტუდენტთა სერვისების მენეჯერი – 544 44 71 66


პროექტის შეფასების კრიტერიუმები

  1. ინიციატივის შესაბამისობა კონკურსის მიზნებთან (20 ქულა)
    • პროექტი შეესაბამება კონკურსით განსაზღვრულ მიზნებს
    • ინიციატივა მოიცავს საგანმანათლებლო ან/და პრაქტიკულ აქტივობებს.
  2. ინოვაციურობა და კრეატიულობა (20 ქულა)
    • პროექტი გამოირჩევა ახალი მიდგომებით ან ინოვაციური იდეებით.
    • ინიციატივა კრეატიულია და განსხვავდება სტანდარტული/შაბლონური მიდგომებისაგან.
  3. გრძელვადიანი პერსპექტივა და მდგრადობა (15 ქულა)
    • ინიციატივას აქვს პოტენციალი გაგრძელდეს და დარჩეს აქტუალური მომავალშიც.
    • ინიციატივა ქმნის მდგრად საფუძველს სტუდენტების/პერსონალის პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის.
  4. პროფესიული სტუდენტების/პერსონალის დაინტერესება და ჩართულობა (10 ქულა)
    • მასწავლებლის ინიციატივა ხელს უწყობს სტუდენტების/პერსონალის ჩართულობას და აქტიურ მონაწილეობას.
    • პროექტი უზრუნველყოფს სტუდენტებისა და პერსონალის თანამშრომლობას.
  5. განხორციელების გეგმა და ეტაპები (15 ქულა)
    • პროექტს აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ვადები, ამოცანები და ეტაპები.
    • წარმოდგენილია კონკრეტული და რეალისტური განხორციელების გეგმა.
  6. ბიუჯეტის გამჭვირვალობა და რეალურობა (10 ქულა)
    • ბიუჯეტი არის რეალისტური და ეფუძნება რეალურ ხარჯებს.
    • დაფინანსების მოთხოვნა გამართლებულია და ხარჯები დასაბუთებულია.
  7. ინიციატივის გავლენა (10 ქულა)
    • ინიციატივა გრძელვადიან გავლენას ახდენს აკადემიის საზოგადოებაზე და დადებითად წარმოაჩენს აკადემიის იმიჯს.
    • ბენეფიციართა რაოდენობა – დაახლოებით რამდენი ადამიანი ჩაერთვება აქტიურად ან პასიურად პროექტში.

ჯამური შეფასება: 100 ქულა