გასვლითი სამუშაო შეხვედრა
16-18 აგვისტოს ორგანიზებულ გასვლით სამუშაო შეხვედრაზე აკადემიის გუნდმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა აკადემიის მისიის, ხედვის და ღირებულებების რევიზია განახორციელეს, რის შედეგადაც თითოეულ მათგანი გადაფასდა და ჩამოყალიბდა ახლებურად.
აკადემიის ამჟამინდელი მდგომარეობის ანალიზის, ზრდისა და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირების საფუძველზე 2020-2027 წლების სტრატეგიულმა გეგმამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რაც ზედმიწევნით შეესაბამება აკადემიის განახლებულ და ამბიციურ მისიას, ხედვასა და ღირებულებებს.
შეხვედრების ფარგლებში ასევე განხილულ იქნა აკადემიის მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა, დადგინდა 2024-2025 წლის სამოქმედო აქტივობები და შემუშავდა სამოქმედო გეგმის პროექტი.