ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

გიორგი ბარნოვი

გიორგი ბარნოვი არის შრომის უსაფრთხოების სფეროში მაღალკვალიფიციური კადრი, რომელიც უკვე 6 წელია აქტიურად მოღვაწეობს სხვადასხვა კომპანიაში და წარმატებით უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნასა და დანერგვას. ის 2022 წლიდან იკავებს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას ასევე ფლობს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატს და ამავე მიმართულებით შესაბამის პროფესიულ კვალიფიკაციას. მისი საქმიანობა ეფუძნება პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრ დაცვას. გიორგი ბარნოვი აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების კულტურის განვითარებაში, თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებასა და უსაფრთხოების მართვის სისტემების ეფექტურად დანერგვაში. მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება მას საშუალებას აძლევს წარმატებით უპასუხოს თანამედროვე შრომის გარემოში არსებულ გამოწვევებს. მისი მთავარი მიზანია უსაფრთხო და ჯანმრთელი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, რაც წარმოადგენს წარმატებული და მდგრადი ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს.