logo
დირექტორი

ია ერაძე

ია ერაძე არის განათლების სფეროში მაღალკვალიფიციური და სტრატეგიული ხედვის მქონე პროფესიონალი, რომელსაც 25 წლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს როგორც პოლიტიკის ფორმირებისა და მმართველობის, ისე პრაქტიკული განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით. მას მიღებული აქვს განათლება ეკონომიკისა და განათლების მეცნიერებების სფეროში, რაც ქმნის მტკიცე აკადემიურ და პროფესიულ საფუძველს მისი მრავალმხრივი საქმიანობისთვის.

მისი პროფესიული ინტერესები და სპეციალიზაცია მოიცავს როგორც ბიზნესის ადმინისტრირების, ისე სკოლამდელი განათლების საკითხებს. სწორედ ამ მიმართულებების ინტეგრირებული გააზრებისა და ხედვის საფუძველზე ია ერაძე წლების განმავლობაში ქმნის ინოვაციურ საგანმანათლებლო პრაქტიკას, რომლის ცენტრში დგას ადამიანზე მორგებული, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი პროფესიული განვითარება.

იგი არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სერტიფიცირებული კონსულტანტი არაფორმალური განათლების აღიარების მიმართულებით.

ია ერაძის ხედვა და კომპეტენცია ფართოდ აღიარებულია განათლების პოლიტიკის სფეროში. ამის ნათელი გამოხატულებაა მისი წევრობა ისეთ სტრუქტურებში, როგორებიცაა საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭო და კრწანისის რაიონის გამგეობასთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. ასევე, იგი არის საქართველოს სავაჭროსამრეწველო პალატასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს წევრი, წარმოადგენს საქართველოს კერძო კოლეჯების ინტერესებს და იკავებს ვიცე პრეზიდენტის პოზიციას.

გარდა საკანონმდებლო და სტრატეგიული ჩართულობისა, ია ერაძე გამოირჩევა პროგრამული მენეჯმენტით. სხვადასხვა პერიოდში მან უხელმძღვანელა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებს, მათ შორის – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ინიციირებულ პროფესიული მომზადებაგადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რომელიც მიმართული იყო სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე.

მისი ლიდერობა არაერთხელ აღინიშნა და დაფასდა პარტნიორი ორგანიზაციებისა საგანმანათლებლო საზოგადოებისა მხრიდან, როგორც გამორჩეული პროფესიული სტანდარტებისა და ადამიანზე ორიენტირებული მენეჯმენტის მაგალითი.

2010 წლიდან ია ერაძე იკავებს საქართველოს ბიზნესის აკადემია –SBA- დირექტორის პოზიციას, სადაც მასშტაბურად ახორციელებს პროფესიული განათლების განვითარებაზე მორგებულ ცვლილებებს, აყალიბებს პარტნიორულ ქსელებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე და ქმნის ისეთ საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც ადამიანებს აძლევს რეალურ შესაძლებლობას, საკუთარი ცოდნა გარდაქმნან წარმატებულ კარიერად.

მისი პროფესიული მისია ნათლად იკითხება ყოველდღიურ საქმიანობაში – ხელი შეუწყოს განათლების მეშვეობით პიროვნულ და საზოგადოებრივ პროგრესს.