ჩვენი მისიაა ვიყოთ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობების ჰაბი, რომელიც ქმნის ინკლუზიურ, მრავალფეროვან და ინტერნაციონალურ გარემოს ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის მრავალპროფილური მიმართულებით, პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის.
„საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA“ გთავაზობთ შესაძლებლობას, გახდეთ თანამედროვე, პროგრესული და განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის წევრი.
თუ გსურს შთამაგონებელი სამუშაო გარემო, უწყვეტი პროფესიული განვითარება და შემოქმედებითობა, შემოგვიერთდი!
SBA პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობებს აძლევს სტაჟიორებს. ჩვენი საშტატო პერსონალის 17% სწორედ სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმდა აკადემიაში. ისინი დღეს იკავებენ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციებს ხარისხის უზრუნველყოფის და სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებებით, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ჩვენი სტაჟირების სისტემის ეფექტიანობასა და პროფესიული ზრდის მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გარემოს.
აკადემია არა მხოლოდ მრავალფეროვან და საინტერესო პროფესიულ საქმიანობას სთავაზობს პერსონალს, არამედ აქტიურად ზრუნავს მათი პროფესიული განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობებზე. SBA-ში მენეჯერულ პოზიციებს იკავებენ თანამშრომლები, რომლებიც შიდა დაწინაურების გზით გადანაწილდნენ აღნიშნულ თანამდებობებზე, რაც ჯამში თანამშრომლების თითქმის 20%-ს შეადგენს.
ეს პრაქტიკა ასახავს SBA-ს ღირებულებებს და მის ერთგულ დამოკიდებულებას პერსონალის ზრდის და უნარების განვითარების მხარდაჭერის მიმართ.
შეარჩიე პოზიცია ან სტაჟირების მიმართულება
მოამზადე და განაახლე შენი რეზიუმე გამოსაგზავნად
გამოგვიგზავნე შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@sba.edu.ge
დაელოდე უკუკავშირს. ჩვენი HR წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ