აკადემია მე-15 საიუბილეო წელს აღნიშნავს

განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისი

2025 წლის 25 ნოემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-მ აღნიშნა მე-15 საიუბილეო წელი, რომელიც ინსტიტუციის განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
აღნიშნული თარიღი ასახავს აკადემიის სისტემურ პროგრესს, რომელსაც მან მიაღწია განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, ორგანიზაციული მმართველობის გაძლიერებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. იუბილემ წარმოაჩინა SBA-ს მზაობა განაგრძოს მოდერნიზაცია, ჩამოაყალიბოს ახალი სტანდარტები და კიდევ უფრო განმტკიცოს საკუთარი პოზიცია პროფესიული განათლების თანამედროვე ეკოსისტემაში.

პარტნიორები და ინსტიტუციური აღიარება

იუბილეს ფარგლებში გამართული ღონისძიებები აერთიანებდა სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორებს, პროფესიულ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, აკადემიის ადმინისტრაციასა და მოწვეულ სტუმრებს. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო ინსტიტუციის მიერ შემუშავებული საპატიო აღიარების მექანიზმის პრაქტიკული რეალიზაცია. მისი საშუალებით აღნიშნულ იქნა იმ ორგანიზაციებისა და პირების მრავალწლიანი წვლილი, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს აკადემიის განვითარებაში და პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებაში. აღიარების მექანიზმის დანერგვა გამოხატავს SBA-ს პარტნიორული კულტურის მნიშვნელობას და ადასტურებს, რომ თანამშრომლობითი ქსელი წარმოადგენს ინსტიტუციური წინსვლის ერთ-ერთ ძირითად საყრდენს.

ახალი ინფრასტრუქტურა

საიუბილეო წლის ცენტრალური მიმართულება იყო აკადემიის ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება. ოფიციალურად ამოქმედდა აკადემიის მეორე კორპუსი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ დარგობრივ ლაბორატორიებს, სიმულაციურ გარემოებებსა და სპეციალიზებულ სასწავლო სივრცეებს. ინფრასტრუქტურული განახლება ქმნის სწავლების ისეთ მოდელს, სადაც თეორიული განათლება ორგანულად უკავშირდება პრაქტიკულ გამოცდილებას და უზრუნველყოფს სტუდენტთა პროფესიული მზაობის მაღალ დონეს.

ინფრასტრუქტურული განვითარების ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები, კერძოდ ახალი სპორტული სივრცისა და სტუდენტურ საჭიროებებზე მორგებული კაფეტერიის გახსნა არსებითად აძლიერებს სტუდენტთა კეთილდღეობის სტანდარტებს, ხელს უწყობს ჯანმრთელი ცხოვრების წესის მხარდაჭერას და უზრუნველყოფს სწავლების პროცესისათვის მეტად კომფორტულ და პროდუქტიულ გარემოს.

ციფრული ტრანსფორმაცია

განახლებული პლატფორმა წარმოადგენს SBA-ს დიგიტალიზაციის პროცესის მნიშვნელოვან ეტაპს — მომხმარებელზე მორგებული არქიტექტურით, თანამედროვე დიზაინითა და გამარტივებული ნავიგაციით. ვებ-გვერდი განასახიერებს ინსტიტუციის მზაობას იყოს უფრო ღია, მოქნილი და ტექნოლოგიურად განვითარებული საგანმანათლებლო ორგანიზაცია.

SBA-ს საიუბილეო წლის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია, ახალი ციფრული პლატფორმა წარმოადგენს დიგიტალიზაციის პროცესის ნიშვნელოვან ეტაპს — მომხმარებელზე მორგებული არქიტექტურით, თანამედროვე დიზაინითა და გამარტივებული ნავიგაციით. ვებ-გვერდი უზრუნველყოფს ინფორმაციაზე სწრაფ წვდომას, ზრდის კომუნიკაციის გამჭვირვალობას და ხელს უწყობს ინსტიტუციის გახსნილობასა და ტექნოლოგიურ მზაობას.

საგანმანათლებლო ინოვაციები

მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა დიგიტალიზებული საბაჟო სახელმძღვანელოს პრეზენტაციამ — სასწავლო რესურსმა, რომელიც შეიქმნა მოქმედ კანონმდებლობასთან და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებთან სრული შესაბამისობით. სახელმძღვანელო აერთიანებს თეორიულ მასალას, რეალურ პრაქტიკულ მაგალითებსა და დარგობრივ ქეისებს. მისი ინტეგრირება სასწავლო პროცესში მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგნობრივი მოდულების ხარისხს და უზრუნველყოფს სტუდენტთა კომპეტენციების განვითარებას.

15-წლიანი წარმატებული გზის გაგრძელება

საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ს 15-წლის იუბილე არის არა მხოლოდ აწ უკვე მიღწეული შედეგების აღნიშვნა, არამედ განვითარების ახალი ფაზის დასაწყისი. ინფრასტრუქტურული, ციფრული და საგანმანათლებლო ინოვაციები ქმნის მყარ საფუძველს, რომ SBA მომავალშიც დარჩეს პროფესიული განათლების წამყვან ორგანიზაციად, რომელიც მუდმივად აფართოებს შესაძლებლობების ჩარჩოს, აძლიერებს ხარისხის კულტურას და სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე ცოდნის შეძენის რეალურ, პრაქტიკაზე ორიენტირებულ შესაძლებლობებს.

საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA ადგილი, სადაც ეუფლებიან უნარებს წარმატებისათვის!