საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA HR პროფესიონალთა ასოციაციის წევრი გახდა

აკადემიის ასოციაციაში გაწევრიანება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლების ხარისხისა და შრომის ბაზართან კავშირის გაძლიერების მიმართულებით.
ასოციაციის წევრობა აკადემიას აძლევს შესაძლებლობას:
  • მუდმივად გაეცნოს ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე ტენდენციებსა და საუკეთესო პრაქტიკებს;
  • ჩაერთოს პროფესიულ ფორუმებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში;
  • გააძლიეროს პარტნიორობა კერძო და საჯარო სექტორის ორგანიზაციებთან;
  • უზრუნველყოს სასწავლო პროგრამების მუდმივი შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;
  • შეუწყოს ხელი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.
ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს,რომ აკადემია მუდმივად ზრუნავს — მოამზადოს კონკურენტუნარიანი, კადრები შრომის ბაზრისთვის.
აკადემიის HR მიმართულების განვითარებაზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის ასოციაციის პრეზიდენტმა სერგო ნოზაძემ აკადემიის დირექტორს ია ერაძეს მადლობის სიგელი გადასცა.