სტუდენტთა ინიციატივების კონკურსი

მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აკადემიის სტუდენტთა/მსმენელთა საინიციატივო ჯგუფს, რომელიც შედგება არანაკლებ სამი სტუდენტისაგან.

კონკურსის პირობები:

კონკურსის ფარგლებში უნდა მოხდეს გარკვეული აქტივობების (პროექტის) ინიცირება და განხორციელება, რომელიც ემსახურება ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ მიზანს:

ა) პროფესიული ორიენტაცია და კარიერული განვითარება (შეხვედრები პროფესიაში გამორჩეულ ადამიანებთან, ბიზნესმენებთან, ასოციაციებთან, ვიზიტები საწარმოებში და სხვა);
ბ) პიროვნული ინტერესების რეალიზაცია და განვითარება (შემოქმედებითი საღამოების, გამოფენების, სპექტაკლებისა და კონცერტების მოწყობა, სახელოვნებო, შემოქმედებითი, სპორტული კლუბების ორგანიზება და ღონისძიებების მოწყობა და სხვა);
გ) სოციალური ინტეგრაცია და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება (სოციალური პროექტები, ჰუმანიტარული აქციები, სხვადასხვა დღეების აღნიშვნა ან სხვა ფორმატში ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა, შეხვედრები ცნობილ/საინტერესო ადამიანებთან);
დ) დასვენება (ექსკურსიები და ტურები);
ე) მეწარმეობრივი კომპეტენციების განვითარება (ერთჯერადი ხასიათის სამეწარმეო აქტივობების, გამოფენა-გაყიდვების და სხვა სახის აქტივობების განხორციელება რაც მიზნად ისახავს შემოსავლის მიღებას);
ვ) სხვა ნებისმიერი სახის ღონისძიების მოწყობა, რომელიც უკავშირდება პროფესიულ სტუდენტთა და/ან მსმენელთა პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას.

კონკურსის ფარგლებში  გამოვლინდება ერთი გამარჯვებული ინიციატივა;
კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში აკადემიის ბიუჯეტიდან  გამარჯვებულისათვის გამოიყოფა 2000 ლარი;
კონკურსში მონაწილეობისათვის  უნდა შეივსოს განაცხადის ფორმა და შევსებული განაცხადი გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@sba.edu.ge
განაცხადს თან უნდა ერთოდეს მოთხოვნილი თანხის ხარჯვის შესახებ ინფორმაცია (რა ხარჯებს მოხმარდება მოთხოვნილი თანხა. ძირითადად ეს უნდა იყოს საქონლის ან მომსახურების შესყიდვა).
საკონკურსო განაცხადების მიღება ხორციელდება 2026 წლის 27 თებერვლის ჩათვლით;
შემოსული განაცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდება არაუგვიანეს 13 მარტისა.
პროექტი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2026 წლის 31 მაისისა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: ირაკლი ლოლაძე, მარკეტინგისა და სტუდენტთა სერვისების მენეჯერი – 544 44 71 66


პროექტის შეფასების კრიტერიუმები

  1. ინიციატივის შესაბამისობა კონკურსის მიზნებთან (20 ქულა)
    • პროექტი სრულად შეესაბამება კონკურსში განსაზღვრულ მიზნებს (პროფესიული ორიენტაცია და კარიერული განვითარება, პიროვნული ინტერესების რეალიზაცია და განვითარება, სოციალური ინტეგრაცია, დასვენება, მეწარმეობის განვითარება და სხვ.).
  2. ინოვაციურობა და კრეატიულობა (20 ქულა)
    • პროექტი გამოირჩევა ახალი მიდგომებით ან ინოვაციური იდეებით.
    • პროექტის კონცეფცია კრეატიული და განსხვავებულია.
  3. გრძელვადიანი პერსპექტივა და მდგრადობა (15 ქულა)
    • ინიციატივას აქვს პოტენციალი გაგრძელდეს და დარჩეს აქტუალური მომავალშიც.
    • პროექტი ქმნის მყარ საფუძველს და უზრუნველყოფს ხანგრძლივ გავლენას სტუდენტურ ცხოვრებასა და საზოგადოებაზე.
  4. გუნდის ჩართულობა და როლების გადანაწილება (10 ქულა)
    • პროექტში მონაწილე სტუდენტები ეფექტურად თანამშრომლობენ.
    • როლები ნათლად არის გადანაწილებული, თითოეულ წევრს გააჩნია გარკვეული პასუხისმგებლობა.
  5. განხორციელების გეგმა და ეტაპები (15 ქულა)
    • პროექტს აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ვადები, ამოცანები და ეტაპები.
    • წარმოდგენილია კონკრეტული და რეალისტური განხორციელების გეგმა.
  6. ბიუჯეტის გამჭვირვალობა და რეალურობა (10 ქულა)
    • ბიუჯეტი არის რეალისტური და ეფუძნება რეალურ ხარჯებს.
    • დაფინანსების მოთხოვნა გამართლებულია და ხარჯები დასაბუთებულია.
  7. სტუდენტური საზოგადოების ჩართულობა და ინიციატივის გავლენა (10 ქულა)
    • ინიციატივა გრძელვადიან გავლენას ახდენს აკადემიის საზოგადოებაზე და დადებითად წარმოაჩენს აკადემიის იმიჯს.
    • ბენეფიციართა რაოდენობა – დაახლოებით რამდენი ადამიანი ჩაერთვება აქტიურად ან პასიურად პროექტში

ჯამური შეფასება: 100 ქულა