საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი

 ვულოცავთ აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებელს, იოსებ ოსიტაშვილს – საერთაშორისო სასწავლო ვიზიტის (თურქეთი) მონაწილეთა შესარჩევ კონკურსში გამარჯვებას!
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ს პროფესიული განათლების მასწავლებელმა, იოსებ ოსიტაშვილმა, შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა და მონაწილეობას მიიღებს მასწავლებელთა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში.
იოსებ ოსიტაშვილი კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით კითხულობს სხვადასხვა პროფესიულ მოდულს და გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით.
საერთაშორისო პროგრამაში მისი მონაწილეობა უზრუნველყოფს დარგობრივი პედაგოგიკის თანამედროვე ცოდნის აკუმულაციასა და მისი კოლეგებისთვის გადაცემას, ხელს უწყობს პროფესიული ქსელების ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გაძლიერებას, აძლიერებს ინსტიტუციის ინტერნაციონალიზაციის პროცესებს და ქმნის საფუძველს ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და მიდგომების სისტემური ინტეგრირებისთვის.
ვულოცავთ იოსებ ოსიტაშვილს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებას ვუსურვებთ საერთაშორისო პლატფორმაზე!