🚩 აკადემიის პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ!
საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პორტალ www.finedu.gov.ge-ს ორგანიზებითა და ფინანსური ორგანიზაციების ჩართულობით, მრავალი ცნობიერების ასამაღლებელი გლობალური ღონისძიება ტარდება საქართველოში.
გიზიარებთ ინფორმაციას მიმდინარე კონკურსის შესახებ, რომელიც ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების წახალისებასა და ამაღლებას ემსახურება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებმაც უნდა გადაიღონ მოკლე ვიდეორგოლი თემაზე „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“
კონკურსს 4 გამარჯვებული ეყოლება, რომლებიც ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ შეგიძლიათ ბმულზე იხილოთ. https://shorturl.at/Mzxtu
ნამუშევრების გაგზავნის დედლაინი არის 31 აგვისტო.
გისურვებთ წარმატებებს!