თანამშრომლობის მემორანდუმი

თანამშრომლობის მემორანდუმი

★ მიუნხენის ინფორმაციის ტექნოლოგიების მუნიციპალურ პროფესიულ სკოლასა და საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

➦ მიუნხენის ინფორმაციის ტექნოლოგიების მუნიციპალური პროფესიული სკოლა ბავარიის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა და გამოირჩევა თანამედროვე, მუდმივად განახლებადი ინფრასტრუქტურითა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალით. სკოლის მენეჯმენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო თანამშრომლობას.

➦ აკადემიის რექტორის მიერ მიმდინარე წლის შემოდგომაზე განხორციელებული ვიზიტის შემდგომ, მოლაპარაკებების პროცესი ინტენსიურად წარიმართა და მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა.

➦ უკვე საუბარია თანამშრომლობაზე კონკრეტული საკვალიფიკაციო პროგრამების ფარგლებში. მათ შორის გერმანული მხარე მზადაა კვალიფიკაციის ასამაღლებლად უმასპინძლოს ქართველ მასწავლებლებს, მიიღოს სტუდენტები და ჩართოს ისინი სასწავლო პროცესში. მომდევნო წლის გაზაფხულზე კი გერმანული მხარე საქართველოში ვიზიტს გეგმავს.