შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან

შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან

2016 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან შედგა შეხვედრა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა პროფესიული განათლების პრობლემები და პერსპექტივები. ასოციაციის წარმომადგენლებმა კერძო კოლეჯების პრობლემებზე ისაუბრეს.
მინისტრმა პროფესიული განათლების განვითარების საკუთარი ხედვები წარუდგინა საზოგადოებას.
„მნიშვნელოვანი მიღწევაა ასეთი ასოციაციის შექმნა, რომელთანაც უკვე დავიწყეთ დიალოგი. მომავალშიც ვაპირებ მათთან აქტიურ თანამშრომლობას და ჩართვას პროცესებში“- განაცხადა მინისტრმა.

dsc01520

dsc01512