ჩვენი მისიაა ვიყოთ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობების ჰაბი, რომელიც ქმნის ინკლუზიურ, მრავალფეროვან და ინტერნაციონალურ გარემოს ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის მრავალპროფილური მიმართულებით, პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის.
საგანმანათლებლო რესურსების განვითარების მხარდაჭერა აკადემიის პრიორიტეტად რჩება მისი არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში. საკუთარი თუ დონორული დაფინანსებით, ასევე, საკუთარი პერსონალის ჩართულობის უზრუნველყოფით, აკადემიის ძალისხმევით ათობით საგანმანათლებლო რესურსმა იხილა დღის სინათლე და დღეს, აკადემიის მიერ თუ მონაწილეობით გამოცემული სახელმძღვანელოები, გზამკვლევები, ლექსიკონები, ვიდეოფილმები შესაბამის სფეროში აკადემიური თუ პროფესიული პროგრამების განხორციელების თუ დასაქმების პროცესში, აქტიურად გამოიყენება.
აკადემია მზადაა საკუთარი ინტერესის სფეროში შემავალი პროგრამებისათვის, ასევე, სწავლა-სწავლების მიზნებისათვის, ხელი შეუწყოს ახალი სასწავლო რესურსების საჭიროების იდენტიფიცირებას, ინიცირებას და შექმნას. მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დისტანციური ასინქრონული სწავლების მიზნებისათვის სასწავლო რესურსების გაციფრულებაზე, შექმნასა და ადაპტირებაზე, რაც უახლოესი პერიოდის პრიორიტეტია.
საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფის მხარდაჭერის საკითხებზე პასუხისმგებელია სასწავლო პროცესის მართვის სამსახური.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით