ჩვენი მისიაა ვიყოთ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობების ჰაბი, რომელიც ქმნის ინკლუზიურ, მრავალფეროვან და ინტერნაციონალურ გარემოს ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის მრავალპროფილური მიმართულებით, პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის.
გარდა იმისა, რომ აკადემია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადებას უზრუნველყოფს და ამ პროცესში აქტიურად რთავს კერძო სექტორს, ასევე, უზრუნველყოფს კონკრეტული ორგანიზაციის საჭიროებებზე ორიენტირებულ მხარდაჭერას. ეს შესაძლებელია იყოს კონსულტირება საჭირო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების უზრუნველყოფაზე, მისი ვაკანსიების გავრცელება, ორგანიზაციის სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ-კურსების შემუშავება და ჩატარება, ორგანიზაციისათვის საჭირო უნარების ინტეგრირება არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში, ორგანიზაციის წარმომადგენელთა ჩართვა დასაქმების ფორუმებში, ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეხვედრები პოტენციურ თანამშრომლებთან, შესაბამისი პროგრამების სტუდენტებთან, ორგანიზაციის ბრენდირებული სასწავლო სივრცის (კაბინეტების) მოწყობა, ორგანიზაციების კონსულტირება და მხარდაჭერა მათ საქმიანობაში გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებში (მაგალითად ფინანსური მართვის, საწყობების მენეჯმენტის ან ლოგისტიკური გადაზიდვების სპეციფიკური პროგრამები და სხვა), ორგანიზაციების მხარდაჭერა პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების ან ამ პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის/ორგანიზების საკითხებში.
აკადემია პროაქტიურია კერძო სექტორის წინაშე მდგარი საჭიროებების და გამოწვევების იდენტიფიცირების საკითხებში, ამიტომაც ის აქტიურად თანამშრომლობს კომპანიებთან , ბიზნესგაერთიანებებთან და, სადაც შესაძლებელია, წევრიანდება კიდეც ამ გაერთიანებებში, როგორც შესაბამისი კომპეტენციების პროვაიდერი. ამ გზით აკადემიის სერვისები მუდმივად უმჯობესდება კერძო სექტორის საჭიროებებზე ორიენტირების თვალსაზრისით.
ორგანიზაციებს დამატებითი ინფორმაციის მიღება მათთვის საინტერესო და თანამშრომლობის სხვა საკითხებზე შეუძლიათ ადმინისტრაციულ სამსახურში.