ინტეგრირებული ლოგისტიკა

აღწერა

პროგრამის სახელწოდება: ლოგისტიკა
პროგრამის ტიპი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ტვირთების ექსპედირებაში; Secondary Vocational Qualification in Freight forwarding

სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
სწავლის საფასური: 6369ლ.სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
ჩარიცხვის წინაპირობა: საბაზო ზოგადი განათლება
პროგრამის განხორციელება: ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად).
პირისპირ სწავლება – თბილისი.

ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლება ხორციელდება მხოლოდ პირისპირ.

რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას

სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი, რომელიც უთანაბრდება სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს (ატესტატს). დიპლომის ფორმა იხილოთ აქ.

პარტნიორი ორგანიზაციები

• შპს ,,GREENWAY LOGISTIC LTD”, მისამართი: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. N17
• შპს ,,გაკო ტერმინალი”, მისამართი: ქ. თბილისი, აეროპორტის დასახლება
• შპს „ილო ტრანსპორტი“, მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას N40
• შპს “სან ლოჯისტიკ” , მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას N40
• შპს ”სარ გრუპ”, მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას N40
• სს ,,ლელო’’, მისამართი: ქ. თბილისი, ქსნის ქ. №36
• შპს „ევო ულუსლარარასი ნაქლიათ“, მისამართი: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი, № 19
• შპს „3 მ ტრანს“, მისამართი: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა, № 40
• შპს “LTD Kairos Logistic”, მისამართი: ქ. თბილისი, ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქ. № 60

დასაქმების შესაძლებლობები

ლოგისტიკაში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ტვირთების გადამზიდავი ექსპედიტორული და სატრანსპორტო – ლოგისტიკური ფირმებში, საბაჟო-სატრანსპორტო მომსახურების საწარმოებში, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ასოციაციებში, სხვადასხვა დონის სავაჭრო-ლოგისტიკურ კომპლექსებში, სავაჭრო-შემსყიდველ და საშუამავლო ფირმებში, მზა პროდუქციის მსხვილ სადისტრიბუტორო ფირმებში, გამანაწილებელ და ლოგისტიკურ ცენტრებში, საბაჟო ტერმინალურ კომპლექსებში, საშუამავლო ფირმებში.

ინტერნაციონალიზაცია

ინტერნაციონალიზაციის ხარისხი 90%. (პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების 90% სრულად არის თავსებადი დარგში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან).

• სწავლის პერიოდში სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, დადგენილი წესით
• სტუდენტები სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასებში.
• სტუდენტები სარგებლობენ სტუდენტური დაზღვევით

პროგრამაზე მიღება

აპლიკანტები ჩაირიცხებიან აკადემიის მიერ ორგანიზებული შერჩევის გზით. 

მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხული, შემოდგომა.

გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.