
აღწერა
პროგრამის სახელწოდება: საექთნო საქმე
პროგრამის ტიპი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: „უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმეში/Higher Vocational Qualification in Nursing”
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელი
სწავლის საფასური: 12852 ლ. სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
პროგრამის განხორციელება: ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად).
პირსპირ სწავლება – თბილისი.
რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას
სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი. დიპლომის ფორმა იხილით აქ:
პარტნიორი ორგანიზაციები
შპს „ვივამედი“
ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი“
შპს “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა”
შპს „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი“
შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“
შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“
შპს „ნიუ ჰოსპიტალს“
შპს №5 კლინიკური საავადმყოფო
შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“
შპს ,, ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქ“
შპს „თიმი – თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“
დასაქმების შესაძლებლობები
საექთნო საქმეში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ჯანდაცვის სფეროში, სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში, შინმოვლის სფეროში, სხვა ტიპის ორგანიზაციებში, რომლებიც საჭიროებს საექთნო მომსახურებას.
ინტერნაციონალიზაცია
ინტერნაციონალიზაციის ხარისხი 80%.
(პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების 80% სრულად არის თავსებადი დარგში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან).
საერთაშორისო პარტნიორი:
პროგრამის საერთაშორისო პარტნიორია გიუმრის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯი – შესაძლებელია სტაჟირების ან პრაქტიკის გავლა.
სტუდენტის ბენეფიტები (სტუდენტის რუბრუკის ბმული)
სწავლის პერიოდში სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, დადგენილი წესით
სტუდენტები სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასებში.
სტუდენტები სარგებლობენ სტუდენტური დაზღვევით
პროგრამაზე მიღება
აპლიკანტები ჩაირიცხებიან პროფესიული ტესტირების გზით. ტესტის ნიმუშები და საგამოცდო პროგრამა იხილეთ აქ: (ლინკი)
მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხული, შემოდგომა.
გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას (ბმული)
კონტაქტი
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: (კონტაქტების ლინკი)